Caucasus Minerals
Caucasus Minerals
ალექსანდრე ანთაძე
ალექსანდრე ანთაძე


სს „კავკასიის მინერალების“ გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო
საბჭოს წევრი 2018 წლის ოქტომბრიდან.
ალექსანდრე ამავე დროს არის „პრომეთეუს მეტალის“ მფლობელი და
მმართველი დირექტორი, (დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანია,
რომელიც ეწევა მეტალით ვაჭრობას).
2014-2017 წლებში ალექსანდრე იყო ლონდონში მოქმედი კერძო კომპანიის
„ვერადამასის“, მმართველი დირექტორი, კომპანია ახორციელებდა სამთო-
გეოლოგიურ პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში.
2004-2013 წლებში ალექსანდრეს ეკავა რეგიონალური განვითარების დირექტორის
პოზიცია „სტემქორ ლიმიტედში“ (დიდი ბრიტანეთი). კომპანია ორიენტირებული იყო
პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მეტალის იმპორტსა და დისტრიბუციაზე. ალექსანდრე
ანთაძემ განახორციელა მთელი რიგი საინვესტიციო პროექტები მეტალურგიული
დისტრიბუციისა და ექსპორტის სფეროში. კოორდინაციას უწევდა მრავალმილიონიან
გარიგებებს „სტემქორის“, ნედლეულის ადგილობრივ მომწოდებლებსა და ევროპულ
ფინანსურ ორგანიზაციებს შორის.
2004-2006 წლებში დაიწყო „სტემქორის“ საინვესტიციო პროექტის წარმატებით
განხორციელება საქართველოში. პროექტი მიზნად ისახავდა სამი ძირითად
სამრეწველო ობიექტის -ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის, ჭიათურის
მანგანუმის მადნის საბადოს და ვარციხის ჰიდროელექტრო სადგურის ერთ
ჰოლდინგად შერწყმას და კონსოლიდაციას. ხსენებულმა 112მ აშშ დოლარიანმა
ინვესტიციამ საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ინტეგრირებულ საწარმოს,
"ჯორჯიან მანგანეზს", რომლის სიმძლავრე ერთადერთია კავკასიის რეგიონში,
250,000 მილიონ ტონაზე მეტი უმაღლესი ხაისხის სილიკო-მანგანუმის
საწარმოო რესურსით.
1998-2004 წლებში შეუერთდა „სტემქორ ლიმიტედს“, როგორც
კურსდამთავრებული სტაჟიორი და დაიკავა უფროსი ტრეიდერის
თანამდებობა.
განათლება:
1994 - 1998 წ
ევროპის ბიზნეს სკოლა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
1991 - 1993 წ
თბილისის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო
ახლო აღმოსავლეთის საერთაშორისო ურთიერთობები და ისტორია

ენები: ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული